saqarTvelos vulkanebi - saZeles vulkani
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | ხევის კავკასიონი |
კოორდინატები | 42°30`45` ჩ. გ. 44°30`45` ა. გ. |
სიმაღლე | 3307 მ |
ვულკანური მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, ჯვრის უღელტეხილის აღმოსავლეთით, მდინარეების ხადისხევისა და ბიდარის სათავეებს შორის. სიმაღლე 3307 მ. საძელე აგებულია ანდეზიტებით. მთის დასავლეთი და აღმოსავლეთი კალთები დამრეცია, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი ციცაბო. ზედა ნაწილი მოკლებულია ნიადაგ-მცენარეულ საფარს, კალთებზე ალპური და სუბალპური მდელოებია.